„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ავტომობილებით აქცია-მსვლელობას გამართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ავტომობილებით აქცია-მსვლელობას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.

მელიას თქმით, აღნიშნული აქციის შეკრებისთვის სამი ლოკაციაა შერჩეული.

„მიუხედავად კრიმინალურ რეჟიმის მხრიდან უპრეცედენტო მობილიზაციისა და მუქარისა, ჩვენ დღევანდელი სათქმელი მაინც ვთქვით ძალიან ხმამაღლა. რეჟიმს ჰქინდა დაგეგმილი მორიგ ჯერზე პროვოკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჩვენი მიზანი არის ამ რეჟიმის ჩამონგრევა, ოღონდ არაძალადობრივი მეთოდებით და საპროტესტო აქციებით. ხვალ გაიმართება მომდევნო მწვავე საპროტესტო აქცია თბილისში. ხვალ გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი – 14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და მესამე ლოკაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილზე, რათა ხმამაღლა ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით გავაპროტესტოთ რუსული რეჟიმი და მისი ადარადამიანური სახე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოქალაქეს, რომელიც უშუალოდ არ იღებდა დღევანდელ აქციაში მონაწილეობას, მაგრამ ისინი იყვნენ სოლიდარულნი ამ აქციისადმი“, – განაცხადა მელიამ.