ოპოზიციურმა ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას პროპორციული სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა
ოპოზიციურმა ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას პროპორციული სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა

საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას პროპორციული სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიას, 8-29 რიგითი ნომრის ჩათვლით აუქმებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სიების განულების პროცედურა დასრულდება, არჩეული დეპუტატები უმაღლეს საბჭოს უკვე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავენ.

„შევიტანეთ პარტიული, პროპორციული სია და მოვითხოვეთ, რომ განულდეს. ამის შემდეგ, როგორც კი ეს პროცედურა დასრულდება, ყველა დეპუტატი, რომელმაც მიიღო მანდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ინდივიდუალურად დავწერთ განცხადებას და მივმართავთ საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ბლოკში შემავალი ყველა პარტია საერთო გადაწყვეტილების ერთგული დარჩება“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა