„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული, თავდასხმა დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან საღამოს მოხდა.

„დღეს, საღამოს საკუთარ სახლთან, ჯგუფურად და ორგანიზებულად, რუსული მთავრობის ზონდერები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს. „ოცნება“ პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე, რასაც ის აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ. რუსული მთავრობა დამარცხდება, საქართველო არასოდეს გარუსდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.