„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმში აქცია დასრულდა და აჭარის სოფლებში გადაინაცვლებენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმში აქცია დასრულდა და აჭარის სოფლებში გადაინაცვლებენ

ბათუმში აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი აჭარის სოფლებში გადაინაცვლებენ და ხალხს საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ამ ხელისუფლებასთან, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ასეთი აქციით ვწრაფერს გახდები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, აქცია დაიშალოს და მთელი აჭარის მასშტაბით გავიშალოთ, მთელი ეს რესურსი გამოვიყენოთ, რომ თითოეულ მოქალაქეს ავუხსნათ და გავაგებინოთ, როგორ მოიპარეს ხმები და რამდენად საჭიროა მათი დაცვა. 8 ნოემბერს კი მათ მოვუხმობთ აქციაზე ბათუმში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ.