„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აჭარაში ახალგაზრდული რეგიონული ცენტრი „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებისთვის იქმნება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აჭარაში ახალგაზრდული რეგიონული ცენტრი „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებისთვის იქმნება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აჭარაში ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის შექმნა პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებისთვის ხდება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა, რეგიონული ცენტრის შესაქმნელად  პირველადი მონაცემებით 1 700 000 ლარი იქნება გამოყოფილი.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას აჭარაში ახალგაზრდული, რეგიონული ცენტრის შექმნის შესახებ, ეს არის კიდევ ერთი „ქართული ოცნების“ აქტივის დასაქმების ბიურო, ბიუჯეტის სახსრების პირდაპირ გამოყენება პარტიის აქტივის დასასაქმებლად“, – განაცხადა რეზო ხარაზმა.

აჭარის ბიუჯეტში დღეს ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ერთ-ერთი საკითხი სწორედ ახალგაზრდული ცენტრის დაფინანსების საკითხი იქნება.