ნაჩო სანჩეს ამორი - საქართველოდან რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა
ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩეს ამორი აცხადებს, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა. ამის შესახებ ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრე ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც ამის შეჩერება შეუძლია, პერსონალური სანქციებია. ერთადერთი რამ, რაზეც რეაგირება ჰქონდათ, ხალხს ურეკავდნენ, ცდილობდნენ, გაერკვიათ, რა დაემართა მათ ქონებას, ესპანეთში სახლს, შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ. ეს იყო პერსონალური სანქციები. ეს იყო უნივერსალური გზავნილი. ეს ხალხი, ვისი სახელებიც გამოცხადდა, რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება ამ სიიდან ამოშლა“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.