ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირისთვის სირცხვილია, რომ საქართველოს მიმართ სანქციებს განვიხილავთ რუსეთის დახმარების გამო და არა დემოკრატების დაკავებისთვის, არ მინდა ასეთ მორალურად არასტაბილურ ნავში ჩაჯდომა
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირისთვის სირცხვილია, რომ საქართველოს მიმართ სანქციებს განვიხილავთ რუსეთის დახმარების გამო და არა დემოკრატების დაკავებისთვის, არ მინდა ასეთ მორალურად არასტაბილურ ნავში ჩაჯდომა

სირცხვილია ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს მიმართ სანქციებს მხოლოდ რუსეთის დახმარების გამო განვიხილავთ და არა დემოკრატების დაკავების გამო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატებზე განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ბრიუსელი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა რუსეთს უჭერენ მხარს და მას არ სურს, რომ „ასეთ მორალურად არასტაბილურ ნავში იყოს“.

„დილით სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არსებით ნაბიჯად შეაფასა. მათ ევროპული პერსპექტივა მიატოვეს, რასაც ქვეყნის შიგნით და გარეთ მძიმე შედეგები მოჰყვა. ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გრძელი სიაა, ვინც დევნას განიცდის. ჩვენ დავასახელეთ ელენე ხოშტარია, მაგრამ მასთან ერთად ბევრი სხვაც არის ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიას ითხოვდნენ. უნდა ვიმოქმედოთ. სირცხვილია კავშირისთვის, რომ საქართველოს მიმართ სანქციებს მხოლოდ რუსეთის დახმარების გამო განვიხილავთ და არა დემოკრატების დაკავების გამო. თურქეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში, ეგვიპტეში მათ თავისუფლად შეუძლიათ, ჩაგრონ საკუთარი ხალხი. ბრიუსელი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა რუსეთს უჭერენ მხარს. მე არ მინდა ასეთ მორალურად არასტაბილურ ნავში ჩაჯდომა“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.