N 11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის ჩხუბის გამო დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა
N 11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის ჩხუბის გამო დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

„27 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეთხოვა ნებართვა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გათავისუფლებაზე, კანონით დადგენილი წესით. 29 ივნისს იუსტიციის მინისტრის მიერ გაიცა თანხმობა დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგომ თანამესაკნეებს შორის ჩხუბით გაგრძელდა. მომხდარის შედეგად ერთი არასრულწოვანი საავადმყოფოშია მოთავსებული.