ევროპის სპორტის კვირეული 2021 დასასრულს მიუახლოვდა. კვირეულისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი დასკვნითი ღონისძიება მზიურში გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სპორტულ სოფელში, სპორტის სხვადასხვა სახეობა იყო წარმოდგენილი. აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ღონისძიებაზე მოწვეული მზრუნველობამოკლებული ბავშვებიც ჩაერთნენ.
ევროპის სპორტის კვირეული წელს მეშვიდედ აღინიშნება. ევროკომისიის ინიციატივას საქართველო მეოთხედ შეუერთდა.
კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაცია, ხოლო თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები თბილისის მერია და ეროვნული სპორტული ფედერაციები არიან.