პროექტ „რაგბი აქაურობას“ აღიარებას „რაგბი ევროპა“ გამოეხმაურა
პროექტ „რაგბი აქაურობას“ აღიარებას „რაგბი ევროპა“ გამოეხმაურა

ევროკომისიის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე #BeActive ლევან ჯობავას პროექტის, „რაგბი აქაურობას“ წარდენას, „რაგბი ევროპა“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ვულოცავთ პროექტ „რაგბი აქაურობას“ და ლევან ჯობავას #BeActive-ზე წარდგენას. პროექტი ახალგაზრდებს სარაგბო ღირებულებებს აცნობს. ასე გააგრძელე.“- წერია „რაგბი ევროპის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ეგიდით 17 ოქტომბერს, სოფიაში, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეული ადამიანები სპეციალურმა ჟიურიმ დააჯილდოვა. ერთ-ერთი ნომინაცია „ადგილობრივი გმირი“ იყო, რომელზეც პირველი არხის ტელეწამყვანი, ლევან ჯობავა იყო წარდგენილი.

ლევან ჯობავა პროექტის „რაგბი აქაურობას“ ავტორია.