მზიურის პარკში 3 ივნისს ფერების ფესტივალი გაიმართება
მზიურის პარკში 3 ივნისს ფერების ფესტივალი გაიმართება

თბილისის მზიურის პარკი ერთი დღით “გაფერადდება”.

პარკი, ეკონომიკის სამინისტროს პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ფერების ფესტივალს უმასპინძლებს. ერთდღიანი ფესტივალი 3 ივნისს არის დაგეგმილი.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და ფერების შოუსთან ერთად სტუმრები სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

ერთდღიანი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული ჯგუფების: რეზო და ბავშვების, ჯგუფი არასა და Percduo-ს კონცერტები.

დასწრება თავისუფალია, თუმცა ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან დართული აქვს შენიშვნა, რომლის მიხედვითაც შოუზე 3 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება არ არის რეკომენდირებული. ასევე მათი ცნობით, ფხვნილი არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას და არ არის ალერგიული.