მზიანი ამინდის მიუხედავად, ბათუმის დიდი ნაწილი ნისლმა დაფარა [ვიდეო]

უცნაური ნისლია ბათუმის თავზე. მზიანი ამინდის მიუხედავად ქალაქის დიდი ნაწილი ნისლმა დაფარა, რამაც მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

სინოპტიკოსთა განცხადებით, მოვლენაში განსაკუთრებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ნისლი ამჯერად იშვიათი ფორმით გავრცელდა.

“ჩვეულებრივი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენაა, მიწის ზედაპირის თბილი ტემპერატურისა და ჰაერის ცივი მასების ზემოქმედების შედეგი. თუმცა ნისლი შეიძლება სხვადასხვა ორიგინალური და იშვიათი ფორმით გავრცელდეს, რასთანაც ამჯერად გვაქვს საქმე”,- განაცხადეს პირველ არხთან აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში.