მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება თბილისშიც. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა დაუსაბუთებელია.
როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად დაგეგმეს, რათა მინისტრებს საკუთარი მოთხოვნები გააგონონ.
მედიასაშუალებების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ასევე სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას!“ „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“