მზია ამაღლობელის ადვოკატის ცნობით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო
გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, კერძოდ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
„დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. ცხადია, მიგვაჩნია, რომ სასამართლო საკუთარი უკანონობის კიდევ ერთ ისტორიას წერს. ამ უკანონო გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ“, – განუცხადა პირველ არხს გიორგი ხიმშიაშვილმა.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა. მზია ამაღლობელი 34-ე დღეა, შიმშილობს და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.