მზია ამაღლობელის ადვოკატი – საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა ახალი შეთავაზება, სულ მოითხოვს ხელისუფლება, რომ მზიამ აღიაროს დანაშაული, ბოდიში მოიხადოს, ეს არ მოხდება
საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა ახალი შეთავაზება, სულ მოითხოვს ხელისუფლება, რომ მზიამ აღიაროს დანაშაული, ბოდიში მოიხადოს, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურის შეთავაზება საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ზეწოლის ტოლფასია.
მწარიაშვილის თქმით, პროკურატურა დაკავების დღიდან მზადაა ამისთვის და არაერთხელ შესთავაზეს მზია ამაღლობელს ბრალის აღიარება, რასაც იგი არასდროს გააკეთებს.
„მზია ამაღლობელის პოზიცია ყველასათვის ცნობილია. ის არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა ახალი შეთავაზება. სულ მოითხოვს ხელისუფლება, რომ მზიამ აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება“, – განაცხადა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ექსპერტს მოუსმინეს. ასევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ბრალდების მხარემ.
პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მზადაა, ამაღლობელს საპროცესო გარიგება შესთავაზოს.