მზარეულების საერთაშორისო ქსელი „ქუქ ქონსერნი“  საქართველოზე დოკუმენტურ ფილმს  გადაიღებს
მზარეულების საერთაშორისო ქსელი „ქუქ ქონსერნი“ საქართველოზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

მზარეულების საერთაშორისო ქსელი „ქუქ ქონსერნი“ საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქუქ ქონსერნი“ დოკუმენტური ფილმების სერიალს იღებს, სადაც ერთ-ერთი სერია საქართველოს დაეთმობა.

დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურისტული მიმართულებები, კულტურა, ეკოლოგია და კულინარია.

დოკუმენტურ ფილმზე გამოცდილი რეჟისორები იმუშავებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის სხვადასხვა პროექტში იყვნენ ჩართულები. გადამღები ჯგუფის წევრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს და ქვეყნის კულინარიასა და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნენ.

ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს „ნეტფლიქსსა“ და „ამაზონს“ შესთავაზებენ.