მზადება სლოვაკეთთან მატჩისთვის - მაისურაძემ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მზადება სლოვაკეთთან მატჩისთვის - მაისურაძემ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ვასილ მაისურაძემ საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა – გუნდი ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა (ორივე – ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე, ილია ბერიაშვილი (ორივე – თელავი, საქართველო), დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი (სამივე – დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური (ორივე – ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი (ორივე – საბურთალო, თბილისი, საქართველო), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, საქართველო)

საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 15 საათზე შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს ცხრა ქულა აქვს და ჩვენ გუნდზე ერთ მატჩზე ნაკლები ჩატარებული.