მზადება საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - 19-წლამდე გოგონათა ნაკრები შესარჩევს საქართველოში ითამაშებს #1TVSPORT
მზადება საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - 19-წლამდე გოგონათა ნაკრები შესარჩევს საქართველოში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.

მთავარი მწვრთნელის, ლალე დავითაშვილის ხელმძღვანელობით გუნდი მატჩებისთვის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება, სადაც B ლიგის მე-6 ჯგუფის მატჩები 4-10 ოქტომბერს გაიმართება.

პირველ შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, ხოლო მეორეს – ბელარუსთან. ფორმატის თანახმად, B ლიგის ჯგუფების გამარჯვებული ნაკრებები A ლიგაში გადაინაცვლებენ, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა), მარიამ ჭრიკიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი)

დაცვა: ლიზი ჯგუშია, ნინო ჯგუშია (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), სალომე კევლიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), დიანა ბაქრაძე (დინამო, სოხუმი), მარიამ მამნიაშვილი (კვარტალი, თბილისი), ლიკა ქობალავა (კოლხეთი, ხობი), რუსუდან მანაგაძე (გორი), მარიამ ხიზანიშვილი (ელიტა, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნატა კვირკვაია, მარიამ ჩუბინიძე, თინათინ ამბალია, ვიკა კუპრეიშვილი (ყველა – კოლხეთი, ხობი), ელენე კახნიაშვილი, ნინო ბუხრიკიძე (ორივე – სამეგრელო, ჩხოროწყუ), მარიამ ცისკარიშვილი, ლიზი დიასამიძე (კვარტალი, თბილისი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი)

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩების განრიგი

4 ოქტომბერი

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

10 ოქტომბერი

ბელარუსი – საქართველო