მზადება საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ანდორაში ითამაშებს #1TVSPORT
მზადება საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ანდორაში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბაზაზე შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ლიგის მეორე რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი 3 აპრილს ანდორაში გაემგზავრება, სადაც სომხეთს, სლოვაკეთსა და ბ ჯგუფის მასპინძელ ანდორას დაუპირისპირდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის ფარგლებში, ბ ლიგაში მოთამაშე გუნდები „ა“ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძოლებენ. „ბ“ ლიგის 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, „ა“ ლიგის საგზურს საუკეთესო მეორეადგილოსანიც მიიღებს.

19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ეკა თაბაგარი („კოლხეთი“, ხობი), ლიკა ცუხურკაიძე („ბახტრიონი“, ახმეტა)

დაცვა: ნინო ჯგუშია („ნორჩი დინამო“, თბილისი), დიანა ბაქრაძე („დინამო“, სოხუმი), თამარ სვანიძე („კოლხეთი“, ხობი), მარი ბეგიაშვილი („„ნიკე“, თბილისი), ელენე ენჯიბაძე („გორი იუნაიტედი“)

ნახევარდაცვა: ანა გობრონიძე, მარიამ კაპანაძე (ორივე – „ლანჩხუთი“), ნატა კვირკვაია, ლიკა ქობალავა (ორივე – „კოლხეთი“, ხობი), მარიამ ცისკარიშვილი („ბახტრიონი“, ახმეტა), მაიკო ბებია („ნიკე“, თბილისი), ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო“, თბილისი), ლიზი დიასამიძე („ბათუმი“), რუსუდან მანაგაძე („გორი იუნაიტედი“), ანა კვახაჯელიძე („დინამო“, სოხუმი)

თავდასხმა: მარიამ მოდრეკილაძე, ლიკა მანუჩარიშვილი (ორივე – „ნორჩი დინამო“, თბილისი), ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი“)

19-წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩების განრიგი

5 აპრილი 17:30

ანდორა – საქართველო

8 აპრილი 13:00

საქართველო – სომხეთი

11 აპრილი 14:00

საქართველო – სლოვაკეთი