მზადება „ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - საქართველოს ქალთა ნაკრები ისრაელს შეხვდება
მზადება „ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - საქართველოს ქალთა ნაკრები ისრაელს შეხვდება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე მატჩისთვის იწყებს მზადებას. ლევან ბაჯელიძის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 27 ოქტომბერს ისრაელის ეროვნულ ნაკრებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. გუნდი შეკრებას 21 ოქტომბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლის.

„ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის რამდენიმე დებიუტანტია – ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ელენე კახნიაშვილი და ნინო გურიელიძე ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად მოემზადებიან.

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი)

მცველები: ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია (ყველა – კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, თეონა თოდაძე, თეონა ბაქრაძე, ნათია დანელია (ყველა – კვარტალი, თბილისი), თამთა შენგელია, ლანა გორგაძე (ორივე – მართვე, ქუთაისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი)

თავდამსხმელები: ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ლელა ჭიჭინაძე (სამივე – ნიკე, თბილისი), ნათელა წოწერია, ხატია ჭყონია (ორივე – ლანჩხუთი)

საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 27 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.