მზადება დაწყებულია – ქალთა ნაკრებმა ივნისში ფარერებს და საბერძნეთს შეხვდება #1TVSPORT

21:30, 27.05.2026

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას შეუდეგება.

ჩვენი გუნდი 5 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საბერძნეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხი 2-ზე ითამაშებს.

მოახლოებული შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი).

დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ჰოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი).

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

მატჩების განრიგი

5 ივნისი, 17:30 – დავით პეტრიაშვილი

საქართველო – ფარერის კუნძულები

9 ივნისი, 21:00 – მიხეილ მესხი 2

საქართველო – საბერძნეთი

მსგავსი