მზადება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნისთვის [ფოტო]
მზადება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნისთვის [ფოტო]

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება.

სარკინიგზო ხაზის გახსნის ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ორალოღლუ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.