Myway Airlines ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს
Myway Airlines ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს

Myway Airlines ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანია პირველ რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში 6 ივლისს შეასრულებს.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, Myway Airlines თბილისსა და ერევანს შორის ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს „ბოინგ 737-800“ ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.mywayairlines.com და ტურისტულ სააგენტოებში.

„Myway Airlines საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. ამჟამად ავიაკომპანია, რეგულარულ ფრენებთან ერთად, ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ხელმისაწვდომი ფასები, მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ეთიკური და სამართლიანი საქმიანობა – ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.