მყვინთავები 20 წლის მამაკაცს მტკვარში ამ დრომდე ეძებენ
მყვინთავები 20 წლის მამაკაცს მტკვარში ამ დრომდე ეძებენ

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები და მყვინთავები 20 წლის ახალგაზრდას მტკვარში ამ დრომდე ეძებენ.

როგორც პირველ არხს თბილისის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ნოდარ ჭუმბაძემ განუცხადა, მაშველებმა მტკვარში დღეს დილით ერთი გარდაცვლილი იპოვნეს, მეორე ახალგაზრდას საპოვნელად კი, სამძებრო ინტენსიური ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

ჭუმბაძის თქმით, სამძებრო სამუშაოებს ხელს მდინარის ჩქარი დინება და წყლის ცუდი ხილვადობა უშლის ხელს, თუმცა მაშველები და მყვინთავები ძალ-ღონეს არ იშურებენ.

პირველი არხის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. მტკვარში ცურვისას, თბილისში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში ორი ძმა, 1994 წელს დაბადებული შალვა და 1998 წელს დაბადებული გიორგი ჩაგარიძეები დაიკარგნენ. უფროსი ძმის, შალვას ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს, ხოლო გიორგი დაკარგულად ითვლება და მის პოვნას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.