მწვრთნელი, რომელმაც მიქაუტაძეს „აიაქსში“ შანსი არ მისცა - ჯონ ვან'ტ სხიპი საქართველოს ნაკრებს კარგად იცნობს #1TVSPORT
მწვრთნელი, რომელმაც მიქაუტაძეს „აიაქსში“ შანსი არ მისცა - ჯონ ვან'ტ სხიპი საქართველოს ნაკრებს კარგად იცნობს #1TVSPORT

ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთის ეროვნულ ნაკრებს საქართველოსთან მატჩში „აიაქსისა“ და საბერძნეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯონ ვან’ტ სხიპი უხელმძღვანელებს, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის კარგადაა ცნობილი.

61 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი მუშაობას პირველი მარტიდან შეუდგება და გუნდს საქართველოსთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩისთვის მოამზადებს – 20 მარტს სომხეთი „ჯვაროსნებს“ ერევანში უმასპინძლებს, ხოლო 23 მარტს თბილისში გვესტუმრებიან.

ჯონ ვან’ტ სხიპი ხელმძღვანელობდა „აიაქსს“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა და მან ქართველ თავდამსხმელს თავის გამოჩენის შანსი არ მისცა. ამის გამო ქართველი თავდამსხმელი იძულებული გახდა, ამსტერდამული გრანდი დაეტოვებინა.

სომხეთის ეროვნულ გუნდის ახალი მწვრთნელის და ვილი სანიოლის გზები კი მაშინ გადაიკვეთა, როდესაც ნიდერლანდელი სპეციალისტი საბერძნეთის ეროვნულ გუნდს წრთნიდა. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ 2021 წლის 31 მარტს სალონიკში 1:1 დაასრულეს, ხოლო იმავე წლის 9 ოქტომბერს ბათუმში ბერძნებმა 2:0 მოიგეს.

ჯონ ვან’ტ სხიპის სამწვრთნელო კარიერა:

1997-2000 | „აიაქსი“, U 17 და U 19 გუნდების მწვრთნელი;

2000-2001 | „აიაქსი“, მწვრთნელის ასისტენტი;

2001-2002 | „ტვენტეს“ მწვრთნელი;

2002-2004 | „იუნგ აიაქსის“ მწვრთნელი;

2004-2008  | ნიდერლანდების ნაკრები, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი;

2008-2010 | „აიაქსი“, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი;

2009 | „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი;

2010-2012 | „მელბურნ ჰარტის“ მთავარი მწვრთნელი;

2012-2013 | „ჩივას გვადალახარას“ მთავარი მწვრთნელი;

2013-2017 | „მელბურნის“ მთავარი მწვრთნელი;

2017-2018 | „ზვოლეს“ მთავარი მწვრთნელი;

2019-2021 | საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

2023-2024 | „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი.