მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს 17 წლის მოზარდი დაშავდა
მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს 17 წლის მოზარდი დაშავდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, მწვერვალ შხარასთან 17 წლის მოზარდი ​სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დატოვე კომენტარი