მწერალთა სახლში თვითნასწავლი მხატვრის, მარიკა ხიდირბეგიშვილის პირველი გამოფენა გაიმართება

17:00, 14.06.2018

მწერალთა სახლში თვითნასწავლი მხატვრის, მარიკა ხიდირბეგიშვილის პირველი ექსპოზიცია გაიმართება.

პროფესიით ქიმიკოსი, გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს წლების განმავლობაში ქმნიდა.

გამოფენაზე თვითნასწავლი მხატვრის სხვადასხვა დროში, სხვადასხვა  მასალით შექმნილი 30-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

ექსპოზიცია დღეს გაიხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი