მწერალთა სახლში ნინო ნეკერიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა

მწერალთა სახლში ახალგაზრდა პოეტის, ნინო ნეკერიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ახალგაზრდა პოეტი, რომელიც ახლახან მოულოდნელად გარდაიცვალა. მწერალთა სახლში ნინოს მეგობრებმა ყველა ის ლექსი გააცოცხლეს, რომელიც ქართულ ლიტერატურაში პოეტის ხელწერად დარჩა. საღამოში 13-მა პოეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ქართულ-ინგლისურ, თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების ანთოლოგიაში შედიან.