უფროსკლასელთათვის გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა
უფროსკლასელთათვის გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა

მწერალთა სახლი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.

მწერალთა სახლის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:​

კარცერი-ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“).

გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“).

ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება. დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს, მწერალთა სახლში.

გაიცემა სამი პრემია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით.