მწერალმა მილან კუნდერამ 40 წლის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო
მწერალმა მილან კუნდერამ 40 წლის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო

მწერალმა მილან კუნდერამ 40 წლის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო, რომელიც მას ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ჩეხეთის ელჩმა მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა მილან კუნდერას, საფრანგეთში, საცხოვრებელ სახლში პირადად მიუტანა.

კუნდერამ ჩეხეთი 1975 წელს დატოვა და ის საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავისი ყველაზე ცნობილი წიგნები გამოსცა.

90 წლის მილან კუნდერა საფრანგეთში მარტო ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხშირად სტუმრობს სამშობლოს და არასდროს აქვს კომუნიკაცია ჟურნალისტებთან.

1968 წელს, პრაღის გაზაფხულის შემდეგ, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში კუნდერას წიგნები აკრძალული იყო.