მწერალ სალმან რუშდიზე თავდამსხმელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
მწერალ სალმან რუშდიზე თავდამსხმელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
ბრიტანულ-ინდური წარმოშობის მწერალს 2022 წლის 12 აგვისტოს შეერთებულ შტატებში, სტუდენტებთან შეხვედრის წინ 27 წლის ლიბანელი ჰადი მატარი სცენაზე დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც მწერალმა მარჯვენა თვალი დაკარგა.
ჰადი მათარის ასევე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ღონისძიების მოდერატორის, რალფ ჰენრი რიზისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენების გამო, რომელიც სცენაზე სალმან რუშდისთან ერთად იმყოფებოდა.