მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი - შესყიდვების სააგენტო გამჭვირვალე ორგანიზაციაა
მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი - შესყიდვების სააგენტო გამჭვირვალე ორგანიზაციაა

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან სილაგავას განცხადებით, შესყიდვების სააგენტო გამჭირვალე ორგანიზაციაა.

მისივე განცხადებით,  შესყიდვების სააგენტო არის ერთ-ერთი გახსნილი ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ატარებს შეხვედრებს, როგორც სექტორულ, ასევე დარგობრივ ბიზნესებთან იმ პერიოდში, როდესაც გარკვეული ცვლილებები იგეგმება და გარკვეუწილად ითვალისწინებს იმ მოლოდინებს, რაც მწარმოებლებს სჭირდებათ.

ლევან სილაგავას თქმით, შესყიდვების შესახებ კანონის შემუშავების დროს 15-მდე შეხვედრა გაიმართა.

“უნდა ითქვას, რომ დავების საბჭოში განხილული იყო იმ არასამთავრობოების შესვლა, რომელიც დაინტერესებული იყვნენ პროცესის მიმდინარეობით. ასევე დავების საბჭოში შემოვიდა დაინტერესებული პირის ცნება. დაინტერესებული პირის ცნების შემოსვლამ კი ფაქტობრივად გამოიწვია ის, რომ ტენდერების ჩაშლის რაოდენობა შემცირდა”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ შესყიდვების სააგენტოში დადებითი პროცესი მიმდინარეობს, რაც რაიმე არსებულ ხარვეზებსაც აღმოფხვრის.