მუზეუმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფესტივალი გაიმართება 
მუზეუმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფესტივალი გაიმართება 

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-30 მაისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციების გარდა,  გაიმართება წიგნის პრეზენტაციები და საჯარო ლექციები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100“.

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში არსებულ ყველა მუზეუმში შესვლა დამთვალიერებლისთვის ტრადიციულად უფასო იქნება.