მუსლიმური სამყარო წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1448-ე წელს ზეიმობს
მუსლიმური სამყარო წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1448-ე წელს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1448-ე წელს ზეიმობს. მუსლიმთა თემის წარმომადგენლები დღეს აჭარაში ბათუმის ხელოვნების ცენტრში შეიკრიბნენ, რომელთაც დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ სიტყვით მიმართა. მან მუჰამედ შუამავლის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.

ბეგლარ ქამაშიძემ ასევე სამუფთოს საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშიც წარადგინა.

მუსლიმური თემის წარმომადგენლებს დღესასწაული აჭარის ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მიულოცეს.

მუჰამედი ისლამის დამაარსებელი, მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწეა. მუსლიმური ტრადიციისა და ყურანის მიხედვით, მუჰამედი ალაჰის უკანასკნელი მოციქულია. მუჰამედი 570 წელს დაიბადა და მთვარის კალენდრის მიხედვით, ამ დღესასწაულს, ყოველ წეს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.