მუსლიმური ორგანიზაციები - ფრანგმა მუსლიმებმა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა უნდა დააფინანსონ
მუსლიმური ორგანიზაციები - ფრანგმა მუსლიმებმა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა უნდა დააფინანსონ

მუსლიმური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრანგ მუსლიმებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის დაფინანსებისკენ მოუწოდებს.

„ჩემი აზრით, მათი ვალდებულებაა, როგორც მოქალაქეებისა და მუსლიმების, მიიღონ მონაწილეობა ამ ულამაზესი ტაძრის აღდგენაში“, – განაცხადა რონის მეჩეთების საბჭოს პრეზიდენტმა, ქამელ კაბტანმა.

ანალოგიური მოწოდება გააკეთა „მუსლიმთა რწმენის ფრანგულმა საბჭომაც“. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საფრანგეთის მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ ჩაერთონ უნიკალური ტაძრის რეკონსტრუქციაში.

„ფრანგ მუსლიმებს მოვუწოდებთ ჩაერთონ ფინანსურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია არქიტექტურული შედევრის რეკონსტრუქციაში, რადგან ეს ტაძარი არის საფრანგეთის სიმბოლო“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა, შედეგად ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.