მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედზე სავარაუდო მკრეხელური განცხადების გამო, ინდოეთში დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედზე სავარაუდო მკრეხელური განცხადების გამო, ინდოეთში დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედზე სავარაუდო მკრეხელური განცხადების გამო, ინდოეთში დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალაქ ბანგალორში ადგილობრივი პოლიტიკოსის ნათესავმა სოციალურ ქსელ, „ფეისბუქში“, სავარაუდოდ, მკრეხელური განცხადება გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ადგილობრივები პოლიტიკოსის სახლთან შეიკრიბნენ და განცხადების ავტორი წინასწარმატყველ მუჰამედის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

აქციის მონაწილეებმა ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს და ადგილზე მისულ პოლიციას ქვები ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად 60-მდე პოლიციელი დაშავდა.

ბანგალორის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.