მუსლიმთა დღესასწაულ ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით, „თალიბანმა“ ავღანეთში ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა
მუსლიმთა დღესასწაულ ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით, „თალიბანმა“ ავღანეთში ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა

მუსლიმთა დღესასწაულ ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით, „თალიბანმა“ ავღანეთში ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა. რადიკალური დაჯგუფების პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა თქვა, რომ თალიბები მოწოდებული არიან, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, რომელიც 31 ივლისს დაიწყება.

„ყველა მოჯაჰედი უნდა იყოს ყურადღებით, რომ არც ერთი მათგანი არ შევიდეს მტრის ტერიტორიაზე და მტრის ელემენტები არ შევიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია „თალიბანის“ პრესსპიკერის განცხადებაში.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ პირობა დადო, რომ გაათავისუფლებს „თალიბანის“ 5 000 წევრს, რაც აშშ-სა და თალიბებს შორის დადებული პატიმრების გაცვლის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

ავღანეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა რადიკალურ დაჯგუფებას, რომ ერთ კვირაში მზად იყოს მოლაპარაკებისთვის.