მუსლიმური სამყარო შუამავალ მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავს
მუსლიმური სამყარო შუამავალ მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო შუამავალ მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავს. ისლამის ფუძემდებელი 1447 წლის წინ მოევლინა ქვეყანას. სწორედ მისი დაბადების დღიდან მთვარის კალენდრის მიხედვით დაიწყო მუსლიმი სამყაროს წელთაღრიცხვა.

მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ ალაჰმა მუჰამედი კაცობრიობის მხსნელად და ცოდვაში ჩაძირული ადამიანების გადასარჩენად მოავლინა. უფლის შუამავალი მუჰამედი 40 წლის ასაკში გახდა, მას შემდეგ 23 წლის მანძილზე იღებდა იგი გზავნილებს ალაჰისგან, რომლებიც ცალკეულ სურებად შეიკრა და სწორედ მათზე დაყრდნობით დაიწერა წმინდა წიგნი ყურანი.

მუჰამედის დაბადების დღე ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნეს. ბათუმის კულტურის ცენტრში დღეს ასობით მორწმუნე შეიკრიბა, ტრადიციულად ამ დღის აღნიშვნა ყურანის კითხვით იწყება. იხსენებენ შუამავლის ბიოგრაფიას, ქართველ მუსლიმთა სამმართველო ერთგვარ ანგარიშსაც აბარებს მორწმუნეებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.