მუსიკისა და დრამის თეატრში დავით დოიაშვილის ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
მუსიკისა და დრამის თეატრში დავით დოიაშვილის ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

​მუსიკისა და დრამის თეატრში წლის პირველი პრემიერისთვის ემზადებიან. „შეყრა“ – ასე ქვია რეჟისორ დავით დოიაშვილის ახალ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 24, 25, 26 იანვარს გაიმართება. სპექტაკლისთვის ორიგინალური მუსიკა კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ შექმნა. სიმღერის ტექსტების ავტორი კი ირინა სანიკიძეა. ქორეოგრაფიაზე კოტე ფურცელაძე მუშაობს.

ახალი ქართული მიუზიკლი „შეყრა“ მე-19 საუკუნის დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესის – „მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით შეიქმნა.

მიუზიკლის ფაბულა ძველი თბილისის ცხოვრებიდან არის აღებული. პერსონაჟების მოქმედებას ძველ თბილისში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – მზის დაბნელება განაპირობებს. ისინი ცდილობენ ერთ დღეში შეიცვალონ, გახდნენ კეთილშობილნი, რადგან გადარჩება მხოლოდ ის, ვინც უცოდველი და დაოჯახებული
იქნება.

სპექტაკლში მონაწილეობენ,როგორც თეატრის დადის, ასევე მიწვეული მსახიობები: სოფო ნიჟარაძე, გიორგი ვარდოსანიძე, არჩილ სოლოღაშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, გიგი ქარსელაძე, ლევან კახელი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, ლაშა რამიშვილი, გიორგი ყველაშვილი, მარინა ჯოხაძე, სალომე ყიფიანი, ცისია მეტრეველი, ანა წერეთელი, გიორგი ტორიაშვილი, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, გოგა მოძმანაშვილი.