მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მეოთხე სეზონი გაიხსნა
მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მეოთხე სეზონი გაიხსნა

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის (MISA) მეოთხე სეზონის გახსნის ღონისძიება Steinwey & Sons საგამოფენო დარბაზში გაიმართა. საღამოზე აკადემიის სოლისტები მსმენელის წინაშე სოლო პროგრამით წარდგნენ. შესრულდა ბეთჰოვენის, შოპენის, პროკოფიევის, ბახის, გერშვინისა და ლისთის ნაწარმოებები.

გახსნით ღონისძიებაში აკადემიის ხუთი სოლისტი: ნინო ტყეშელაშვილი, ალექსანდრე შუბითიძე, დავით წივწივაძე, საბა მიქელაძე და ილია ლომთათიძე მონაწილეობდნენ. ზაფხულის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია, Misa-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გორში გაგრძელდება. პროექტი ერთთვიანია და საქართველოს 5 ქალაქს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, გორს, წყალტუბოსა და თელავს მოიცავს. პროექტის მიზანი კლასიკური მუსიკის ხელშეწყობაა.