მუშტაიდის პარკთან დიდგორობის მსვლელობის მონაწილეები იკრიბებიან

11:39, 12.08.2018

მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდგორობისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები იკრიბებიან. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქცია სოციალურ ქსელში, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაიგეგმა.

მსვლელობა მუშტაიდის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 საათისთვის უნდა დაიწყოს.

აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირს ფეხით გაივლიან.

მათი თქმით, მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე , 9 აპრილის მემორიალთან დასრულდება, საიდანაც აქციის მონაწილეები სამარშრუტო ტაქსებით დიდგორისკენ გაემართებიან.

მსგავსი