ზურაბ მუსელიანმა „პარალიმნიში“ გაიტანა და გუნდს კვიპროსის სუპერლიგაში „ანორთოსისთან“ საშინაო დაპირისპირებაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
ქართველი თავდამსხმელი 24-ე ტურის შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ანორთოსისი“ პირველ ტაიმში ხრისოპულოსის გოლით დაწინაურდა, მაგრამ 81-ე წუთზე ტანდიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 90+3-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი მუსელიანმა უნაკლოდ შეასრულა და გუნდი წინ გაიყვანა.
„პარალიმნიმ“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 90+11-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი სერჟიო კონსეისაომ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „პარალიმნი“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო წელიწადში კლუბი მესამედ შეიცვალა. 2024 წლის მარტში „გაგრიდან“ სამხრეთ კორეის „გიეონგნამში“ გადავიდა. მაგრამ ივლისში გუნდი დატოვა და ბოსნიურ მოსტარის „ველეჟში“ ჩაირიცხა. დიდხანს არც იქ გაჩერდა და კვიპროსის სუპერლიგის „პარალიმნიში“ გადავიდა, სადაც 6 მატჩში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.