მუსა ხანგოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
მუსა ხანგოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

მუქარისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული მუსა ხანგოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ყვარლის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანგოშვილი შაქრიანი დიაბეტითაა დავადებული, რის გამოც მედიკოსების გადაწყვეტილებით, საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა.

იზოლატორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე მუსა ხანგოშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაკმაყოფილდება თუ არა გურჯაანის რაიონული სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას ხანგოშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ, ხვალ სასამართლო პროცესის შემდეგ გაირკვევა.

კახეთში მყოფმა ხანგოშვილმა რამდენიმე დღის წინ ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შემდეგ, მას ადმინისტრაციული წესით 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს და გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით  პოლიციამ ის დააკავა.