მურმან დუმბაძე - თაკო ჩარკვიანს დიდი ხანია, ვაკვირდები
მურმან დუმბაძე - თაკო ჩარკვიანს დიდი ხანია, ვაკვირდები

გახარებული ვარ, რომ თაკო ჩარკვიანის ინდივიდუალური პოზიცია უნდა გადაიზარდოს კოლექტიურ პოზიციაში და აკეთებს პოლიტიკურ პარტიას, რადგან მის იდეებს, გავლენებს უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.

„ქალბატონ თაკო ჩარკვიანს დიდი ხანია, ვაკვირდები, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ორი-სამი ათეული წელია, რაც დამოუკიდებელი საქართველოა. მისი მოქალაქეობრივი პოზიცია არის ძალიან მისაღები ჩემთვის. უნდა გითხრათ, გახარებული ვარ, რომ მისი ინდივიდუალური პოზიცია უნდა გადაიზარდოს კოლექტიურ პოზიციაში და აკეთებს პოლიტიკურ პარტიას, რადგან მას, მის იდეებს, მის გავლენებს უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს და აგერ დარბაზიც ამას მშვენივრად აჩვენებს“, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ახალი პარტია იბადება, რაც კარგია.

„მოქალაქეობრივი პოზიციების გამოხატვა არის კარგი და ინდივიდიდან რომ გადადიხარ, უკვე არის ძალიან კარგი. ვნახოთ, როგორი იქნება მისი პერსპექტივები. მასაც გამოუთქვამს აქამდე, მოვლენებზე ულაპარაკია, შესაძლო ფაქტებზე, შედეგებზე. მისი პოზიციები ყოველთვის ემთხვეოდა ჩემსას და მე კარგი სტუმრის სტატუსით მოვედი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ყრილობას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.