მურმან დუმბაძე - ქალაქის მერი გამოდის, კანდიდატის სტატუსს თუ არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონო, ამ დროს, საკუთარ ბიზნესებს ავითარებს ევროპაში, ცოცხის გაყრა არ ჯობია?
მურმან დუმბაძე - ქალაქის მერი გამოდის, კანდიდატის სტატუსს თუ არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონო, ამ დროს, საკუთარ ბიზნესებს ავითარებს ევროპაში, ცოცხის გაყრა არ ჯობია?

ქალაქის მერი გამოდის და კანდიდატის სტატუსს თუ არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონო, ამ დროს კაცი საკუთარ ბიზნესებს ავითარებს ევროპაში, ცოცხის გაყრა არ ჯობია? – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პრობლემა საკუთარ ღირსებაშია. ქალაქის მერი გამოდის, პირდაპირი წესით არჩეული მილიონიანი ქალაქის მერი და, იცით რა, თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონ მათთვისო. ამ დროს ეს კაცი საკუთარ ბიზნესებს ავითარებს ევროპაში. ცოცხის გაყრა არ ჯობია? ამ სიტყვას რომ ქართველ კაცს ეტყვის კალაძე, ამას არ ჯობია, ცოცხი გაგიყარონ? რა უბედურებაა. კაცი გეუბნება, სულ ფეხებზე მკიდია შენი სტატუსიო. ეს უარესია. თურმე ღირსების დაკარგვაზე უარესი არაფერი არ არის. ის ცოცხიც ძალით გაუკეთეს და ჩვენ ნებაყოფლობით ღირსებას ვიყრით. კაცი გეუბნება, დაიტოვე სტატუსი შენთვისო და ამ დროს ბანკებიდან გამოაქვს ფულები და ევროპაში ბიზნესის განსავითარებლად დებს. რა უნდა უქნა ამ კაცს. რა უნდა უქნა და პანღური. პანღურის გარეშე არაფერი ეშველება“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.