მურმან დუმბაძე - მე არ წავიდოდი დიმიტრი ხუნდაძის შეთავაზების წინააღმდეგ, ჩვენი ამოცანა არ არის, მოწინააღმდეგე დავჩაგროთ და ვუთხრათ, რომ მისი აზრი მიუღებელია, აზრი გამოთქვა, დავილაპარაკოთ
მურმან დუმბაძე - მე არ წავიდოდი დიმიტრი ხუნდაძის შეთავაზების წინააღმდეგ, ჩვენი ამოცანა არ არის, მოწინააღმდეგე დავჩაგროთ და ვუთხრათ, რომ მისი აზრი მიუღებელია, აზრი გამოთქვა, დავილაპარაკოთ

მე არ წავიდოდი ამ შეთავაზების წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე დავჩაგროთ და ვუთხრათ, რომ მისი აზრი მიუღებელია, აზრი გამოთქვა ხომ, განვიხილოთ, დავილაპარაკოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმა დუმბაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე.

მისივე თქმით, მოქალაქეები უნდა გაერთიანდნენ, რადგან ეს ქვეყანა ყველასია.

„მე არ წავიდოდი ამ შეთავაზების წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე დავჩაგროთ და ვუთხრათ, რომ მისი აზრი მიუღებელია, აზრი გამოთქვა ხომ, განვიხილოთ ეს აზრი, დავილაპარაკოთ, მოვილაპარაკოთ. მე არ ვარ წინააღმდეგი მოლაპარაკებების და დალაპარაკებების, მით უმეტეს, ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადასვლის დროს სახელმწიფო სტრუქტურებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. არ ვიცი ამას კომისიას დავარქმევთ, სამუშაო ჯგუფს, ადამიანთა ერთობას, თუ ნაკრებს, რა თქმა უნდა, პროდუქტიულია, აბა, რისთვის ვლაპარაკობთ, მარტო ჩვენთვის კი არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ, რომ მოხდეს დიდი შერიგება, მოქალაქეები უნდა გაერთიანდნენ, ეს ქვეყანა ხუნდაძისაც არის და მურმან დუმბაძისაც. ამას თუ მივხვდებით ჩქარა, სამოქალაქო დაპირისპირების ზღურბლზე ვართ – „პაროგ“,  რუსულად უფრო კარგად გამომდის, აი, ამ ზღურბლზე ვართ და ეს უნდა დასრულდეს, უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.