მურმან დუმბაძე - ვემუდარებოდით ივანიშვილს, ჩაეტარებინა სრულად პროპორციული არჩევნები, მიიღო პოლიტიკური კრიზისი, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი, მაშინ მომცეს რეცეპტი, როგორ შევრეკო სახლში
მურმან დუმბაძე - ვემუდარებოდით ივანიშვილს, ჩაეტარებინა სრულად პროპორციული არჩევნები, მიიღო პოლიტიკური კრიზისი, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი, მაშინ მომცეს რეცეპტი, როგორ შევრეკო სახლში

ვემუდარებოდით ბიძინა ივანიშვილს, ჩაეტარებინა სრულად პროპორციული არჩევნები, მიიღო პოლიტიკური კრიზისი, რა ვქნათ, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი, მაშინ მომცეს რეცეპტი, როგორ შევრეკო ეს ხალხი ქუჩიდან სახლში და, კი ბატონო, თუ მეტყვის, ამას გავაკეთებ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პოლიტიკურ კრიზისს მოყვება სირცხვილის კორიდორი, თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება.

„ბიძინა ივანიშვილს სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ შუშის სასახლესთან, როგორც კი წამოვა საარჩევნო ყუთისკენ, დავხვდებით საარჩევნო ყუთთანაც და იქაც მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორს. არჩევნები გაყალბებულია ყველგან. ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი, რადგან არჩევნები არ არის ერთპარტიული, ვემუდარებოდით ბიძინა ივანიშვილს, ჩაეტარებინა სრულად პროპორციული არჩევნები, მიიღო პოლიტიკური კრიზისი, რა ვქნათ, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი, მაშინ მომცეს ბიძინა ივანიშვილმა რეცეპტი, როგორ შევრეკო ეს ხალხი ქუჩიდან სახლში და, კი ბატონო, თუ მეტყვის, ამას გავაკეთებ. ამ პოლიტიკურ კრიზისს მოყვება სირცხვილის კორიდორი, პანღური, თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მე არ მიმიღია, ვმოქმედებ იმის შესაბამისად, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნები არ უნდა გაყალბდეს, წერტილი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

დატოვე კომენტარი