მურმან დუმბაძე - გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, სანდრო გირგვლიანზე
მურმან დუმბაძე - გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, სანდრო გირგვლიანზე

გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „წინა ეთერში სტუმრობისას თქვენმა განცხადებამ რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციაშიც, როდესაც ირინა ენუქიძესა და გიული ალასანიასთან დაკავშირებით პარალელი გაავლეთ. განაცხადეთ, რომ ირინა ენუქიძეს ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ ის არის დედა, მაგრამ გიული ალასანიას გამტყუნება შეგვიძლია?“ – რაზეც დუმბაძემ განაცხადა:

„არა, არა, დედას ვერავინ გაამტყუნებს. დედა შვილზე ზრუნავს. ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია, კი. გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ფიქრობდა თავის შვილზე“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ამასთან, კითხვაზე, – „სააკაშვილის ხელისუფლება გადაჰყვა ენუქიძის, გირგვლიანის საქმეს და თქვენ ერთ სიმაღლეზე რომ აყენებთ, ნორმალურია?“ – დუმბაძემ განაცხადა:

„დედა დედაა. სულ ერთია, გინდ ირინა ენუქიძე იყოს, გინდ მურმან დუმბაძის დედა, გინდ ვახოს დედა იყოს, ნებისმიერი დედისთვის შვილი საყვარელია“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.