მურმან დუმბაძე - ერთობით იწყება ორობაი, ორი გახდება სამი, პროტესტი უწყვეტი, აქტიური უნდა იყოს, ბევრმა უნდა მოვიყაროთ თავი
მურმან დუმბაძე - ერთობით იწყება ორობაი, ორი გახდება სამი, პროტესტი უწყვეტი, აქტიური უნდა იყოს, ბევრმა უნდა მოვიყაროთ თავი

ბუნებრივია, ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე რაც აქტიურობა იყო, წყალში გადაყრილია. არა, პირიქით. ერთობით იწყება ორობაი, ერთი, ორი, ამას რომ შევკრებთ გახდება სამი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურმან დუმბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „მომისმენია თქვენი შეფასებები, რომ პროტესტი უნდა იყოს უფრო აქტიური, მეტი ძალისხმევა უნდა გაიწიოს, რას ფიქრობთ, როგორია თქვენი ხედვა“.

დუმბაძე ამბობს, რომ პროტესტი მუდმივი, უწყვეტი, აქტიური, უფრო მობილიზებული და მეტად ორგანიზებული უნდა იყოს.

„ბუნებრივია, ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე რაც აქტიურობა იყო, წყალში გადაყრილია. არა, პირიქით, ყველა ნაბიჯი საერთოობით დიდ შეკრებას წინ უსწრებს და შეჯამებაში მიიღებს მონაწილეობას. ერთობით იწყება ორობაი – ასეა ზოსიმედან მოყოლებული, ერთი, ორი, ამას რომ შევკრებთ გახდება სამი. პერმანენტული უნდა იყოს, მუდმივი, უწყვეტი, აქტიური, უფრო მობილიზებული და მეტად ორგანიზებული. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიდეთ იქითკენ, რომ საერთო დიდ წერტილში ერთად მოვიყაროთ თავი ძალიან ბევრმა რაოდენობამ. ჩვენ მეტნი, მეტნი ვართ. 2016 წლიდან მოყოლებული მეტნი ვართ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ასევე მურმან დუმბაძემ შეაფასა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ საკუთარ თავს არ ხედავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში.

როგორც დუმბაძე ამბობს, ეს გზავნილი სააკაშვილის მხრიდან არასწორია, რადგან მას აქვს უფლება, იყოს პოლიტიკურ კონკურენციაში.

„არასწორი მესიჯია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არასწორი მესიჯია. სააკაშვილს აქვს სრული უფლება, იყოს პოლიტიკურ კონკურენციაში, დამთავრდა. მე ხომ არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა დავნიშნო ღმერთად. ჩვენ ოფიციალურად ქაღალდზეც მეტნი ვართ. მისი თვითმმართველობის ბოლოდროინდელი არჩევნების შედეგები არის 47-48 პროცენტი. პროპორციული განაწილება – 52 პროცენტი ოპოზიცია არის. ანუ დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ კი არ უნდა იყოს, ხელისუფლებაში უნდა იყოს ოპოზიცია. ყველა გამოდით ქუჩაში, გზაჯვარედინი არ დავტოვოთ, არ დავტოვოთ სამწვერა გზა, არ დავტოვოთ არც ერთი ქუჩა, არც ერთი რეგიონი, არც ერთი ქალაქი. ერთ წერტილში მოვიყაროთ თავი და საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრათ უარი“, – აღნიშნა დუმბაძემ.