მურმან დუმბაძე - დაუმორჩილებლობა კონსტიტუციური ცნებაა და მისი გამოყენების უფლება ყველა მოქალაქეს აქვს
მურმან დუმბაძე - დაუმორჩილებლობა კონსტიტუციური ცნებაა და მისი გამოყენების უფლება ყველა მოქალაქეს აქვს

არც ჯარისთვის, არც პოლიციისთვის სააკაშვილს არ მიუმართავს, მან ქართველ ამომრჩეველს მიმართა, ამომრჩეველს კი ჩვენც დავუდგებით გვერდით, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემიჯნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, დაუმორჩილებლობის მოწოდებასთან დაკავშირებით.

ლევან ვარშალომიძემ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი მურმან დუმბაძესთან ერთად გამართა.

„სამწუხაროა, მაგრამ ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, არჩევნები დღეს არ ჩატარებულა”,- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

მისი თქმით ადგილი ჰქონდა, მოსყიდვის, დაშინების, კარუსელების ფაქტებს. ვარშალომიძე ამბობს, რომ შესაბამის მტკიცებულებებს წარადგენს.

ამასთან, ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა მურმან დუმბაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „დაუმორჩილებლობა კონსტიტუციური ცნებაა და მისი გამოყენების უფლება ყველა მოქალაქეს აქვს”.